logo_geo
20 წლის ქართველი გოგო მოსკოვში აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა
- +

18 თებერვალი. 2020. 01:52

 

 

20 წლის გოგო საკუთარ დაბადების დღეზე მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ოჯახის ახლობლის მიერ გავრცელდა.

 

„ანა ენგიბარიანს საშინელმა ბედისწერამ მოსკოვში საკუთარ დაბადების დღეზე აჭარულის ცეკვისას მოუსწრო. ამ შემზარავმა და დაუჯერებელმა ფაქტმა შავებით შემოსა გარი ენგიბარიანის ლამაზი სამშვილიანი ოჯახი. წარმოშობით სამტრედიელი გოგონა ასე მძიმედ დაემშვიდობა მოსკოვს სადაც ბავშვობა გაატარა და ახლა მშობლიური სამტრედია ჩაიხუტებს მის ცხედარს..“, - წერს გარდაცვლილის ოჯახის წევრი

 

გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ახლობლების თქმით, გოგონა სიცოცხლეში არაფერს უჩიოდა. ანა ენგიბარიანი წარმოშობით სამტრედიელია. მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში, დაახლოებით, 15 წლის წინ გადავიდა. ენგიბარიანები მშობლიურ სამტრედიას ხშირად სტუმრობდნენ. გარდაცვლილ გოგონას საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ.

 

ვრცელდება ვიდეოც, რომეზეც იუბილარის აჭარულია ასახული, რა დროსაც ის იღუპება. ვიდეოს „გურია ნიუსი“ აქვეყნებს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი