logo_geo
მაია კახიძე: ჩემს არქივში ჩემი ახალგაზრდობა ვიპოვე...
- +

18 თებერვალი. 2020. 12:37

 

ჟურნალისტი და პოეტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„ჩემს არქივში ჩემი ახალგაზრდობა ვიპოვე.

 

მერაბისაც, რასაკვირველია... დრო, რომელსაც ვერც დააბრუნებ და ვერც ივიწყებ... მიყვარს ფოტოების გადაღება. ბევრჯერ დავრწმუნდი, რომ საჭიროა, ვიდრე ვარ და რაღაც ნაწილი მერეც საჭირო იქნება, როცა აღარ ვიქნები... ისე, ახლა მობილურის საშუალებით რამდენი რამ კეთდება ამ მხრივ. მე კი გული ძალიან მწყდება, გოგოობაში მობილური მაინც რომ მქონოდა, კარგ ფოტოაპარატზე აღარაფერს ვამბობ, რამდენ ფოტოწამს შემოვუნახავდი საკუთარ ისტორიას? უი, სამი აპარატი მაქვს, ძველებური, ფირით რომ იღებდა. დევს და დევს და ვერც ვყრი, ალბათ, იმ წლების გადაგდება მენანება...“ - წერს კახიძე.

 

big_banner
არქივი