logo_geo
ზაზა დავითაია: ბატონმა თამაზ მოლაშვილმა დამირეკა...
- +

18 თებერვალი. 2020. 13:33

 

ჟურნალისტი ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„დღეს ბატონმა თამაზ მოლაშვილმა დამირეკა - სააკაშვილის რეჟიმის, პირადად გიგა ბოკერიას მიერ ნაწამები, აწ გარდაცვლილი სულხან მოლაშვილის მამამ... რა მითხრა, იცით? - ზაზა, დადეთ ფოტო, რა მდგომარეობაში გამოვიდა ციხიდან ჩემი სულხანი და რა მდგომარეობაში - გიგი უგულავა - თავისი პირველი პატიმრობიდანო... ხალხმა შეადაროს, ვის როგორ პირობებში უწევს ციხეში ყოფნაო... გიგი ღმერთმა აცოცხლოს და მოანანიებინოს ცოდვები! გარდაცვლილი სულხანის ფოტოს გვერდით მოვერიდები მისი ფოტოს დადებას... მაგრამ აი, სულხანის ყოფილი ადვოკატი შალვა შავგულიძე და სულხანის მწამებელი გიგა ბოკერია ერთ პარტიაში რანაირად ძლებენ გვერდიგვერდ, მაინც მიკვირს!“ - წერს დავითაია.

 

 

 

big_banner
არქივი