logo_geo
რუსუდან გლურჯიძე: ვიცი, რაღაც აბდაუბდას ვწერ იმიტომ, რომ ვერ ვწერ გიორგიზე წარსულ დროში
- +

18 თებერვალი. 2020. 13:43

 

რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე გიორგი შენგელაიას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„რომ ვთქვა, დამთავრდა დიდი ეპოქა-მეთქი, ძალიან მარტივი და ბანალური ნათქვამია... არ მოეწონებოდა. მაშინ ვიტყვი, რომ ჯერ ვერც კი ვიაზრებთ, რამხელა სამყარო დამთავრდა და დაგვაკლდა ყველას! რასაც პირადად მე ვგრძნობ, ამას ტკივილი და სინანული არ ჰქვია. ჩემი ცხოვრების ნათელი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი ჩამომშორდა... სულ სხვა, განსხვავებული, განსაკუთრებული, რთული და უბრალო ურთიერთობები... უდიდესი სიყვარული და ზრუნვა. ბოლოს, ათი დღის წინ ველაპარაკე. უამრავი გეგმა ჰქონდა გაზაფხულისთვის, მთავარია, ამ ზამთარმა გაიაროსო... ეს ფოტო 2 წლის წინ გადაუღე და „პორტრეტი ინტერიერში“ დავარქვი. მუდამ არეული და თან მისი წესებით დალაგებული საწერი მაგიდა... ვიცი, რაღაც აბდაუბდას ვწერ იმიტომ, რომ ვერ ვწერ გიორგიზე წარსულ დროში, არადა, ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი... ჩემ უსაყვარლეს მასწავლებელზე, უახლოეს მეგობარზე, ნამდვილ გენიოსზე, რომელსაც ჩვენ ჯერ ბოლომდე არ ვიცნობთ“, - წერს გლურჯიძე.

 

big_banner
არქივი