logo_geo
ლევან თაქთაქიშვილი: ბუკინისტურ მაღაზიაში ვნახე ოთარ გიგინეიშვილის ბრწყინვალე ნაშრომი 5 ლარად
- +

18 თებერვალი. 2020. 13:58

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში წერს: 

 

„ბუკინისტურ მაღაზიაში ვნახე ოთარ გიგინეიშვილის ბრწყინვალე ნაშრომი 5 ლარად. ამ მაღაზიაში საშუალო ფასი 80 ლარია. ვიყიდე და ვუთხარი მაღაზიის მფლობელს სანდრო ლომინაძეს: ბრწყინვალე წიგნია-მეთქი. ვიციო. გაეცინა, 5 წელი მიდევსო. ოთარ გიგინეიშვილი იყო ბრწყინვალე ერუდიტი, თურქეთის მცოდნე. ვერ მოესწრო საქართველოს დამოუკიდებელ დიპლომატიურ ურთიერთობებს. მაშინ, სსრკ-ს სინამდვილეში აკეთებდა მრავალ დაუჯერებელ საქმეს. რა საზიზღარი ერი ვართ. დონდღლო სამეცნიერო „წრეებში“ ის მხოლოდ „კაგებეშნიკი“ იყო. მისი ბიბლიოთეკა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება. ნათელში იყავი, ბატონო ოთარ. ყბადაღებულ საქართველოს კარგა ხანს არ ეყოლება თქვენნაირი მეცნიერი. მე კი ამ პოსტით კიდევ ერთი „კაგებეშნიკის“ პიარი შემეტენება. არაუშავს. ერთი კურიოზიც: ზოგ მონაცემთა ბაზაში ოთარ გიგინეიშვილი სპორტსმენი ჰგონიათ, ზოგან ისტორიკოსი. არადა, არ შეიძლება, რომ ორივე იყოს და ორივე პოზიციაზე საუკეთესო? ასეც იყო“, - წერს თაქთაქიშვილი.

 

 

big_banner
არქივი