logo_geo
თათა ჭანტურია: დედებო, მასწავლებლებო, ძიძებო... იცოდეთ, ქალების დიდი წვლილიცაა ამ საზიზღარ, თავზარდამცემ ფემიციდში
- +

18 თებერვალი. 2020. 17:16

 

 

პედაგოგი თათა ჭანტურია ოჯახური ძალადობის საკითხს ეხმიანება და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„ძლიერი გოგოები უნდა გავზარდოთ!

თავიანთი უფლებები, პასუხისმგებლობები, ხიბლები რომ ეცოდინებათ, ისეთები.

გინებასა და ხელის აწევას კი არა, გადაბრუნებულ სიტყვასაც რომ ვერავინ გაუბედავს, ისეთები.

თავდაჯერებული, რეალიზებული გოგოები.

 

კაცები ხომ ძალიან ხშირად სცოდავენ ქალებთან, მაგრამ გოგოები/ქალები უარესად ვცოდავთ ერთმანეთის, ჩვენი გოგო შვილების, გოგო მოსწავლეების წინაშე. უარესად იმიტომ, რომ ქალურ სოლიდარობას უდიდესი მნიშვნელობა და გავლენა აქვს.

 

ჩვენი სტერეოტიპული დამოკიდებულებების გაჟღერებით, თავსმოხვევით, გამართლებით, ტვინში ჩაჭედვით, ყოველდღიურად დანაშაულის მონაწილეები ვხდებით. ვაშავებთ ბიჭების წინაშეც, რადგან მათაც ამ სიმახინჯეებით გაჟღენთილი ლუკმებით ვკვებავთ ყოველდღიურად.

 

დედებო, მასწავლებლებო, ძიძებო, მამიდებო, მეზობლებო, ზუსტად იცოდეთ, ჩვენი გოგოების/ქალების დიდი წვლილიცაა ამ საზიზღარ, თავზარდამცემ ფემიციდში, ქვეყნის ყოველდღიურობის ნაწილად რომ გადაიქცა.

 

ჰოდა, სანამ ბოლომდე დაგვიგვიანია, თავად უნდა ვირწმუნოთ(!) და ჩვენ გარშემო ყველა დავარწმუნოთ გოგოების/ქალების სიძლიერეში, უფლებებში, ნიჭში, სიკარგეში, კაცებთან თანასწორობაში. სანამ სულ ბოლომდე დაგვიგვიანია და ფემიციდის შემდეგი მსხვერპლი ჩვენ ან ჩვენი შვილები ვყოფილვართ.

 

კანონის გამკაცრებასა და სახელმწიფოს მიერ მისაღებ სხვა გადაუდებელ ზომებზე აღარაფერს ვამბობ“ , - წერს თათა ჭანტურია.

 

big_banner
არქივი