logo_geo
დეკანოზი თამაზ ლომიძე: ეკლესიამ ქალზე მოძალადე კაცებისთვის, უმკაცრესი საეკლესიო სასჯელი უნდა დაადგინოს
- +

18 თებერვალი. 2020. 17:36

 

დეკანოზი თამაზ ლომიძე ქალთა გახშირებულ მკვლელობებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს.

 

ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, გარდა სახელმწიფოს უმკაცრესი და თანმიმდევრული რეაგირებისა, აუცილებელია, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უმაღლეს, სინოდალურ დონეზე გააკეთოს უმკაცრესი და ცალსახა განცხადება მოძალადე კაცების წინააღნდეგ, დაგმოს ყოველგვარი ძალადობა ქალების მიმართ და სასწრაფოდ დაადგინოს უმკაცრესი საეკლესიო სასჯელი ქალზე მოძალადები კაცებისთვის.

 

ამასთან ერთად ყველა ეპარქიაში, ეკლესიის ამბიონებიდან უნდა დაიწყოს ინტენსიური სწავლება და ქადაგება კაცების ვალდებულების შესახებ ქალის და ცოლის წინაშე, თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა ცოლს აღარ უნდა მასთან ცხოვრება.

 

დღეს ბევრი ეგოისტი და მოძალადე კაცი სრულიად გაუცნობიერებელი და უსწავლელია ქალთან ურთიერთობის საკითხებში. ეკლესიიდან უნდა წამოვიდეს ცალსახა და ნათელი იმპულსი, ყოველგვარი მაგრამ-ის გარეშე. ეს საიცოცხლოდ აუცილებელია“, - წერს დეკანოზი.

 

big_banner
არქივი