logo_geo
ლიკა გამრეკელი თინა ბოკუჩავას დაუპირისპირდა
- +

18 თებერვალი. 2020. 17:57

 

სამოქალაქო აქტივისტი ლიკა გამრეკელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„აი ამით (ნიღბით მიჩვეულები არიან სიარულს), რომელიც სახეზე დაეხა ბოკუჩავას, და „პოლიტპატიმრების“ ანუ მკვლელების და სისხლიანი ჯალათების ფოტოებით, რაც ასევე თვალწინ დავუხიე.

 

P.S. თვალდათხრილი ბიძინას ნიღბით სიარულს, ჯობს, სისხლი ჩამოირეცხოთ, ნაცებო!-წერს ლიკა გამრეკელი

 

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები გენერალური პროკურორობის კანდიდატის შესარჩევ სხდომაზე მათი გუნდის წევრების ფოტოებით მივიდნენ, რომლებსაც ისინი პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ. ისინი ამ ფოტოებით „პერფორმანსის“ მოწყობას ცდილობდნენ, რასაც დარბაზში სოსო რობაქიძისა და ლიკა გამრეკელის მხრიდან პროტესტი მოჰყვა, ლიკა გამრეკელმა ირაკლი ოქრუაშვილის ფოტო დემონსტრაციულად დახია.

 

big_banner
არქივი