logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: შალვა ნათელაშვილი ამბობს, ბაზალეთში მამაპაპისეული სახლი მაქვსო
- +

19 თებერვალი. 2020. 12:37

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„შალვა ნათელაშვილი ამბობს, ბაზალეთში მამაპაპისეული სახლი მაქვსო.

 

სხვათაშორის, ეს სახლი 8500 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზეა განთავსებული.

 

კარგად დააკვირდით, ეს სახლი 48 წლის წინ არის აშენებული?!

 

ნათელაშვილი ახლა 62 წლისაა, მამამისი როცა გარდაიცვალა, 14 წლის იყო.

 

მიპასუხეთ, ბაზალეთის სასახლე მამამისმა როგორ ააშენა 1972 წლამდე?!

 

მართლა არ გრცხვენიათ ამ თაღლითის თანაპარტიელებს და მომხრეებს, მის „გაპრავებას“ რომ ცდილობთ?!“ - წერს მძინარაშვილი.

 

 

big_banner
არქივი