logo_geo
სოფიო ხორგუანი: თუ გაბედე... გარეთ დაგხვდება მკაცრი და ცივი საზოგადოება
- +

19 თებერვალი. 2020. 12:50

 

„ადამიანი თავისუფალი იბადება და ყველას გვაქვს უფლება, ჩვენი თავისუფლებისთვის ვიბრძოლოთ, ვიბრძოლოთ, უბრალოდ, ჩვენი ბედნიერებისთვის“, - ამის შესახებ პოლიტიკოსი სოფიო ხორგუანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ოჯახური ძალადობის საკითხს ეხმიანება. 

 

„არაფერია იმაზე მეტად დამამცირებელი ქალისთვის, ვიდრე ეჭვიანი კაცი მის გვერდით. რომელიც ეჭვიანობს წიგნზე, რომელსაც კითხულობ, ფილმზე, რომელსაც უყურებ, ეჭვიანობს მზეს მიფიცხებულ შენს გატრუნულობასა და უბრალოდ შენს კარგ განწყობაზე, ან ცუდ განწყობაზე, შენს მეგობრებზე, მშობლებზე, შენს ფიქრებზე, რომელსაც ფიქრობ, შენს სიჩუმესა თუ ხმაურზე, ბავშვზე, რომლის გაჩენაც გინდა... მერე ეს განგრევს, კარგავ საკუთარ თავს და გაქცევასაც ვერ ბედავ. მაგრამ თუ გაბედე, გარეთ დაგხვდება მკაცრი და ცივი საზოგადოება. გირტყამდა? არ გარჩენდა? გღალატობდა? არ უყვარდი? ვუყვარდი, არ მღალატობდა, არ მირტყამდა, მაგრამ ადამიანი თავისუფალი იბადება და ყველას გვაქვს უფლება, ჩვენი თავისუფლებისთვის ვიბრძოლოთ და უბრალოდ, ჩვენი ბედნიერებისთვის, ისეთის, როგორიც ჩვენ თავად გვინდა“, - წერს სოფიო ხორგუანი.

 

big_banner
არქივი