logo_geo
რომან კუსიანი: ამ კანონის არსებობა თუ იცით შალიკოს „სტოლის“ წევრებმა?!
- +

19 თებერვალი. 2020. 13:46

 

ყოფილი პარლამენტარი რომან კუსიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„ამ კანონის არსებობა თუ იცით შალიკოს „სტოლის“ წევრებმა?!

 

საქართველოს ორგანული კანონი

 

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

 

თავი II

 

პარტიის შექმნა და მისი საქმიანობის ორგანიზება

 

მუხლი 8. პარტიის შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება აქვს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეს.

 

მუხლი 9. საქართველოს მოქალაქე შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი პარტიის წევრი

 

 

კონსტიტუცია

 

მუხლი 23. პოლიტიკური პარტიების თავისუფლება

 

  1. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, ორგანული კანონის შესაბამისად შექმნან პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში.

 

მუხლი 33. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებები

 

  1. საქართველოში მცხოვრებ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

 

  1. სახელმწიფო უფლებამოსილია, კანონით დააწესოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა“, - წერს კუსიანი.
big_banner
არქივი