logo_geo
ავთო დვალიშვილი: ვინც საკუთარი შვილების დედას კლავს ნებისმიერი მოტივით, ვფიქრობ, სამუდამოდ უნდა ჩაჯდეს ციხეში!
- +

19 თებერვალი. 2020. 17:06

 

 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ავთო დვალიშვილი ბოლო დროს ქვეყანაში გახშირებულ ოჯახური ძალადობის შემთხვევებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„ვინც ცოლს, საკუთარი შვილების დედას კლავს ნებისმიერი მოტივით, არის ყველაზე დიდი დამნაშავე, მკვლელი, მოძალადე და ვფიქრობ, სამუდამოდ უნდა ჩაჯდეს ციხეში!

 

ამ დროს ყველაზე ძალიან ვბრაზდები მეზობლებზე... კომენტარებში რომ ამბობენ, თითქოს მშვენიერი, კარგი ოჯახი იყო, თურმე კაცი მუშაობდა და ოჯახს ინახავდა, თურმე პირველად გაიგეს, რომ ოჯახში პრობლემები ჰქონდათ და გაკვირვებული სახით დგანან კამერებთან... იმის მაგივრად, რომ თქვა და ინანო, როგორ ვერ გაიგე იქამდე ძალადობები, სანამ მკვლელობამდე მივიდოდა საქმე, ან თუ გაიგე, რომ წაუყრუე და იფიქრე, არაუშავს ახლა, კაცია და ერთხელ თუ მისცხებს ცოლს, რა მოხდა... იმის მაგივრად, რომ სადღაც, რაღაც მომენტში თავადაც დამნაშავედ იგრძნონ თავი, დგანან ყალბი მწუხარე სახეებით და ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს იძახიან“, - წერს ავთო დვალიშვილი.

 

big_banner
არქივი