logo_geo
გიორგი სუხიტაშვილი: ისევ ისე მენატრება და მიყვარს...
- +

19 თებერვალი. 2020. 19:44

 

 

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„აი, უკვე სამი ათწლეულია ვცოცხლობ, ბევრი რამ მოხდა ამ 30 წლის მანძილზე - ბევრი სიხარული, ბევრი წუხილი, წარმატება-წარუმატებლობა. იყო ბევრი შეცდომა და ბევრი სწორი ნაბიჯი. ამ ყველაფრის მერე ერთი რამეა მთავარი, მე არ ვიცვლები, ისევ ისე ვბრაზდები და მწყინს როგორც მაშინ როდესაც 10 წლის ვიყავი, ისევ ისე მაქვს ჩემი უფროსი ძმის იმედი როდესაც მიჭირს, ისევ ისე მეიმედება დედაჩემი როდესაც ავად ვარ, ისევ ისე მინდა მივბაძო მამას შრომისმოყვარეობაში, ისევ ისე მინდა ჩემს პატარა დაიკოს მოვუშალო ნერვები და ჭკუა ვარიგო, ისევ ისე მენატრება და მიყვარს ჩემი მოხუცები, რომლებიც ძალიან მიყვარს და მენატრებიან.

 

ისევ ისე მიხარია ფეხბურთის სათამაშოდ წასვლა, როგორც მაშინ 13 წლის რომ ვიყავი. მიხარია სცენაზე გამოსვლა და იქ გატარებული ყველა წამი, მიყვარს მეგობრები და მათთან ერთად ყოფნა.

 

არ ვიცი, ჩემი სიცოცხლის რა ნაწილი გავიარე, მივხვდი, რომ ყველა დღე რომელიც თენდება, სასწაულია,“ - წერს გიორგი სუხიტაშვილი.

 

 

big_banner
არქივი