logo_geo
რუსუდან გლურჯიძე: ეს არის ჩვენი საზოგადოების, ერის ტრაგედია!
- +

20 თებერვალი. 2020. 19:28

 

 

რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ეს არის ჩვენი საზოგადოების, ერის ტრაგედია! დღეს, როდესაც საქართველო ბუმბერაზ ხელოვანს - გიორგი შენგელაიას ეთხოვებოდა, ჩვენი ენერგიული, მამაცი ჟურნალისტები, სახლის ირგვლივ, გიენებივით ჩასაფრებულები, ხმამაღალი ყიყინით ჯეგავდნენ სამძიმარზე მისულ ხალხს, რათა პოლიტიკოსებისგან ვანო მერაბიშვილზე კომენტარი ჩაეწერათ... ძალიან მრცხვენია, რომ ეს ხალხი ჩემი საზოგადოების ნაწილია. დეგრადაციის სუნი მცემს და საშველი არ ჩანს!“- წერს გლურჯიძე.

 

 

big_banner
არქივი