logo_geo
სერგო ვარდოსანიძე: ღმერთი არ აღირსებთ მათ საქართველოს დაპყრობას
- +

20 თებერვალი. 2020. 19:45

 

 

ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„99 წლის წინ,1921 წლის თებერვლის სუხსხიან დღეებში თბილისის მისადგომებთან გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა,ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო ჯარის ნაწილები საქართველოს დედაქალაქისაკენ მოიწევდნენ....

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ივანე ჯავახიშვილმა ამ სიტყვებით მიმართა სტუდენტებს:

"შვილებო!

ჩემი მოვალეობაა თქვენ წიგნისა და კალმისკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადასდო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მეც თქვენ დღეს იარაღისკენ მოგიწოდებთ".

23 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ლეონიდემ თბილისში სამხედრო ტაძარში სამშობლოს დამცველთა გასამხნევებლად პარაკლისი გადაიხადა: "ძენო ქართლისანნო,სრულიად საქართველოს ვაჟკაცნო და ქალნო,მადლი და კურთხევა იესო ქრისტესი თქვენდა!

უკეთურნი ლამის მოუახლოვდნენ ჩვენს დედაქალაქს და დამშეულნი ელოდებიან თბილისში გემრიელი პურითა და ღვინით სტომაქის ავსებას,თბილისის განთქმულ აბანოებში გასუფთავებას,მაგრამ როგორც მტკვარი არასდროს უკუღმა არ იბრუნებს პირს,ისე ჩვენი ვერაგი მტერი ვერ მიაღწევს ბოროტ განზრახვას,ღმერთი არ აღირსებთ მათ საქართველოს დაპყრობას,ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ცეცხლად შეარგებს ჩვენი მამულის იმ პურსა და ღვინოს,რომელსაც ქართველნი სეფისკვერად და ზედაშედ ვხმარობთ.

საყვარელნო,ფრონტის ზურგში მყოფნო,შევინარჩუნოთ სრული დარბაისლობა,სიმშვიდე და ხასიათის სიმტკიცე,ნუ მივეცემით იმ საშიშარ და ცრუ ხმებს,რომლებსაც ავრცელებენ ჩვენი მტრები ხალხში შიშის,სასოწარკვეთილებისა და არეულობის გამოსაწვევად." - წერს სერგო ვარდოსანიძე.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი