ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ქართული ოფიციალური სტრუქტურების ვებ-გვერდებზე რომ კიბერშეტევა განხორციელდა და სააკაშვილის ფოტო განთავსდა წარწერით: ,,მე დავბრუნდები", დადგინდა, რომ ეს კიბერშეტევა რუსეთის ,,გრუ"-ს მიერ იყო განხორციელებული. კიდევ არსებობს კითხვა, ვინ არის სააკაშვილი, ვის ინტერესებს ემსახურება ნაცმოძრაობა და ვის სურს საქართველოში დესტაბილიზაცია ნაცების ხელით?“