logo_geo
ეკა კვიტაშვილი: ვანოს დროს სკანდირებდა პოლიცია „მიშა, მიშას“, მისი მინისტრობის დროს დახვრიტეს ბუტა რობაქიძე....
- +

20 თებერვალი. 2020. 20:35

 

 

ჟურნალისტი ეკა კვიტაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მე მინდა მივმართო ქართველ პოლიციელებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენს მეგობრებთან ერთად იმისათვის, რომ პოლიციის ღირსება აღდგეს. აღდგეს ნდობა, გაუმჯობესდეს მათი სოციალური მდგომარეობა და ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანებისთვის, საქართველოს სამსახური გახდეს არა ერთი კაცის და ერთი პარტიის, არამედ ქვეყნის სამსახურში ყოფნა“ - ეს თქვა „ადამიანმა“, რომელიც სასჯელს იხდიდა 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.

 

ეს კაცი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი 2004 წლის დეკემბრიდან 2012 წლის 30 ივნისამდე, მის დროს სკანდირებდა პოლიცია „მიშა, მიშას“, მისი მინისტრობის დროს დახვრიტეს ქუჩაში ბუტა რობაქიძე, გიორგი გამცემლიძე და კიდევ 160 ახალგაზრდა. მისი შსს-ს მინისტრობის დროს მოკლეს სერჟანტი როინ შავაძე, არაადამიანურად აწამეს და მოკლეს სერგო თეთრაძე... რომელი ერთი ჩამოვთვალო კიდევ? ისეთი ბრაზი მიპყრობს, როდესაც დღეს ეს სადისტი ბედავს და მორალს უკითხავს ქართველ ხალხს, რომ ძლივს ვუყრი სათქმელს თავს.

 

მაგრამ იმის იმედი მაქვს, რომ როგორც მე მახსოვს ყველაფერი, „ნაცმოს“ მიერ ყოველი დაჩაგრული და მოკლული ადამიანი, ისე ახსოვს მთელს ქართველ ერს!“ - წერს კვიტაშვილი.

 

 

big_banner
არქივი