logo_geo
ირაკლი მელაშვილი: რუსთაველზე მაღაზიის სახურავზე შემოგდებული გვამები და ა.შ. ეგ აღარ გვახსოვს ხომ?
- +

20 თებერვალი. 2020. 21:04

 

 

საქართველოს ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„უი რა საყვარლები ხართ, ისინი ვისაც ბიძინას ზიზღმა ვანო შეგაყვარათ! ქართული პოლიტიკის ფენომენია ერთის ზიზღით მეორის სიყვარული, "ორი ტრუპი მინდა", რუსთაველზე მაღაზიის სახურავზე შემოგდებული გვამები და ა.შ. ეგ აღარ გვახსოვს ხომ?

P.S. სისხლის სამართლის დანაშაულზე ციხეში წასვლით შეიძლება აგო პასუხი, მაგრამ პოლიტიკურ დანაშაულებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მანადე მიგყვება სანამ პოლიტიკაში ხარ. ვფიქრობ რომ, ასეა. რომელ პოლიტიკურ დანაშაულებზეო, იმედია კითხვებს არ დამისვავთ, პასუხს არ გაგცმეთ მაინც. იმიტომ რომ აზრი არ აქვს, თუ აქამდე ვერ მიხვდით, ახლა მითუმეტეს ვერ ისწავლით“. - წერს ირაკლი მელაშვილი.

 

 

big_banner
არქივი