logo_geo
ზვიად კვაჭანტირაძე: თუ გსურთ მშვიდობა ქვეყანაში, სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოთ არეულობის პროვოცირება!
- +

12 მარტი. 2017. 05:21



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ბათუმში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და სტატუსს აქვეყნებს:


„ყველა პოლიტიკოსს, ნებისმიერი პარტიიდან, ვისაც არ სურს დაბრალდეს რევანშიზმის და არეულობის ხელშეწყობა, აღარ გაბედოთ და აღარ გააკეთოთ პროვოკაციული განცხადებები პირდაპირ ეთერში, თუ სოციალურ ქსელებში. ის პირები, ვინც საკუთარ ქალაქს და მოქალაქეთა ქონებას ზიანს აყენებთ, კანონიც და  საკუთარი ქალაქიც გაგცემთ პასუხს, დღეს თუ ხვალ. თუ გსურთ მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში, სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოთ არეულობის და მისი გავრცელების პროვოცირება", - წერს ზვიად კვაჭანტირაძე.


 

big_banner
არქივი