logo_geo
სოსო გოგაშვილი: ძალოვანი უწყებები უნდა დაინტერესდნენ ამ ადვოკატის სკანდალური განცხადებით
- +

21 თებერვალი. 2020. 15:56

 

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში ადვოკატ მარიამ კუბლაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მასალით ძალოვანი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

 

„ერთი წლის წინ, ჩემი ოჯახის წინააღმდეგ, ტერაქტს ვინ გეგმავდა? ორგანიზატორი ან წამქეზებელი ვინ იყო?

 

01:34:00-დან უყურეთ ამ ინტერვიუს. მე მგონი, ძალოვანი უწყებები უნდა დაინტერესდნენ ამ ადვოკატის სკანდალური განცხადებით და დაჰკითხონ იგი ტერორისტული აქტის მომზადებაზე მიმდინარე სიხლის სამართლის საქმის ფარგლებში“, - წერს გოგაშვილი.

 

ინტერვიუში მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ თუკი თემირლან მაჩალიკაშვილი ცოცხალი დარჩებოდა, გამოძიება დაადგენდა, რომ ის იყო ტერორისტების დამხმარე და არა მათი მხარდამჭერი, რაც გაცილებით მსუბუქი დანაშაულია.

 

„რომც ყოფილიყო ამ დანაშაულთან შემხებლობაში, უნდა ყოფილიყო ცოცხალი. მას არ მიეცა საშუალება, თავი ემართლებინა ან არა, იურიდიული კუთხით ეს ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება. რომ ყოფილიყო ცოცხალი, მას წარუდგენდნენ ბრალდებას, მაგრამ ეს იქნებოდა ტერორისტების დახმარება და არა ტერორიზმის მხარდაჭერა. მხარდაჭერა ბევრად მძიმე დანაშაულია და მეტად ისჯება, თუმცა, გეთანხმებით, რომ ტერორიზმი ტერორიზმია“ - აღნიშნავს ინტერვიუში მარიამ კუბლაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი