logo_geo
გიორგი კეკელიძე: ცხოვრება სხვისი სიხარულის განცდისთვისაც ღირს
- +

21 თებერვალი. 2020. 16:03

 

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, წიგნის მუზეუმის და ეკვილიბრიუმის დამფუძნებელმა გიორგი კეკელიძე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში მცხოვრებ მოსწავლეს პირადი ბიბლიოთეკა მოუწყო და და „გურული დღიურების ფონდის“ სტიპენდიაც დაუნიშნა.

 

ამის შესახებ გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„იყო და არა იყო რა, იყო ერთი გოგონა სოფელ აძვიდან, რომელიც ბევრ, ძალიან ბევრ წიგნს კითხულობდა.

 

დადგა დრო, როცა სოფელში წაუკითხავი წიგნი აღარ დარჩა და ამ დროს, ჩვენ ჩავედით. ჩავედით ისე, რომ არაფერი იცოდა. სასკოლო ოთახის კარი შევაღეთ, პირადი ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ და „გურული დღიურების ფონდის“ სტიპენდიაც დავუნიშნეთ.

 

ამბის არაზღაპრული მხარეც რაღაც აზრით ზღაპრულია - შესანიშნავი ჟურნალისტი გოგა აფციაური გვეხმარებოდა ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებიდან სტიპენდიატის შერჩევაში. მან სოფელი აძვი შეარჩია, გორის რესურსცენტრის და სკოლის დირექციის დახმარებით კი მოსწავლეც გამოვარჩიეთ - მეცხრეკლასელი ლია ვარდანაშვილი.

 

ლიას სტიპენდიის დაფინანსება კი ჩვენი ცნობილი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა გადაწყვიტა - დღეს სოფელ აძვში ირინა გაფრინდაშვილი გვახლდა. ეკვილიბრიუმმა ლიას პირადი ბიბლიოთეკა მოუწყო.

 

ცხოვრება სხვისი სიხარულის განცდისთვისაც ღირს“, - წერს გიორგი კეკელიძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი