logo_geo
პედიატრი: „კოკა-კოლა“ არ კლავს, მაგრამ არც სიცოცხლეს ახანგრძლივებს
- +

21 თებერვალი. 2020. 17:05

 

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ყველასათვის საყვარელ სასმელზე, „კოკა კოლაზე“  სოციალურ ქსელში წერს.

 

ის სასმელის ზომიერ მიღებასა და მის დადებით მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას.

 

თუმცა, ამავე დროს, საუბრობს იმ რისკებზე, რომელიც „კოკა-კოლას“ უკონტროლო მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს.

 

პროპაგანდას არ ვუწევ „კოკა-კოლას“, ამ ჩემთვის საყვარელ სასმელს, მაგრამ ვერც მის წინააღმდეგ წავალ ვერავითარ შემთხვევაში, ვერც იმას გეტყვით, რომ გახეხეთ კაფელი, მეტლახი, მოაცილებს ჟანგს, განკურნავს ნებისმიერ დაავადებას, დაგვიბრუნებს აფხაზეთს და ოსეთს...

 

მაგრამ მოვიშოროთ მითი იმის შესახებ, რომკოკა-კოლა“ კლავს! პირიქით, ის გამოიყენება როგორც სადეზინტოქსიკაციო და მასტიმულირებელი საშუალება!

 

უბრალოდ შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, „კოკა-კოლას“ 0,33 ბოთლი შეიცავს 35 გრ შაქარს, რაც დღე-ღამური ნორმის 70%- შეადგენს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნით, შაქრის ეს რაოდენობა უახლოეს მომავალში 2 ჯერ უნდა შემცირდეს, რადგან სარისკოა სიმსუქნის განვითარებისთვის და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს წარმოადგენს.კოკა-კოლას“ ისეთივე აკრძალვები აქვს, როგორც ზოგადად სხვა გაზიან სასმელებს და არ არის მისი დიდი რაოდენობით მოხმარება რეკომენდებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიების დროს (კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, ქრ. ქოლეცისტიტი და .შ.). ისე, რომ ზომიერების დაცვა აქაც ძალიან მნიშვნელოვანია!

 

ბავშვებს ნუ დაალევინებთ 3 წლამდე ასაკადე! თქვენ კი დაიცავით ზომიერება, ჩემო ძვირფასებო! „კოკა-კოლა“ წარმოებულია  „The Coca-Cola Company“-ის მიერ. წარმოშობა - აშშ, იწარმოება 1886 წლიდან! 2005-2015 წლებში I Interbrend-ის  რეიტინგის მიხედვით მიჩნეული იყო, ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად. „კოკა-კოლა არ კლავს, მაგრამ არც სიცოცხლეს ახანგრძლივებს!

 

ვისაც გიყვართ, მიირთვით, ზომიერების დაცვით“, - წერს პედიატრი.

 

 

big_banner
არქივი