logo_geo
თაია მახარაშვილი: ოპოზიციაში მყოფებს მხარდამჭერი აქციების გამართვა მოეხასიათათ!
- +

12 მარტი. 2017. 05:45



თაია მახარაშვილი სოციალურ ქსელში ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და სტატუსს აქვეყნებს:


„მოდელირება:

 

2017 წელი.

 

მმართველი პარტია: „ნაცმოძრაობა";

 

შსს მინისტრი: ვანო მერაბიშვილი ან ბაჩანა ახალაია;

 

სიტუაცია: აჭარაში ერთ-ერთი მძღოლის დაჯარიმებას აქცია მოჰყვა, რომელიც საყოველთაო დაუმორხილებლობაში გადაიზარდა;

 

ხელისუფლების გადაწყვეტილება: აჭარაში სასწრაფოდ ჩადის შსს მინისტრი და პირადად ხელმძღვანელობს აქციის დაშლას;

 

ყველა ტელევიზია საგანგებო გამოშვებას იწყებს მიშას ბრიფინგით, სადაც ბატონი პრეზიდენტი საუბრობს ხალხის მტრებზე, რუსეთიდან მართულ პროვოკაციაზე, მოღალატეებზე და ა.შ. თემა აშკარად არ ეხება ჯარიმებს;

 

შედეგი: აქცია სრულდება თავპირის მტვრევით და სისხლით. აკავებენ ათობით მონაწილეს, რომელთა აღიარებითი ჩვენებები მეორე დღეს ყველა ტელევიზიით ვრცელდება. ჩვენებაში მკაფიოდ ახსენებენ რუსეთს და პროვოკაციას. პროკურატურა საქმეს ჯაშუშობისა და ღალატის მუხლით წარმართავს.

 

აი, ასე! არადა, ოპოზიციაში მყოფებს მხარდამჭერი აქციების გამართვა მოეხასიათათ!", - წერს თაია მახარაშვილი.


 

big_banner
არქივი