logo_geo
დიდ სცენაზე ლიზა ყენიას დებიუტი შედგა
- +

21 თებერვალი. 2020. 18:35

 

ზურაბ ანტონოვის პიესაში „მზის დაბნელება საქართველოში“ მთავარ როლს სოფო ნიჟარაძე ასრულებდა, თუმცა გუშინ გამართულ მიუზიკლში ის ლიზა ყენიამ ჩაანაცვლა.

 

ლიზა ყენიამ მთავარი როლი მარტივად მოირგო და თითოეული მსახიობის მიმართ დიდი პატივისცემა გამოხატა.

 

ამის შესახებ ინფორმაცია თავად ლიზა ყენიამ, სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

 

„Most happy Girl in the World ჩემი დებიუტიც შედგა დიდ სცენაზე!

უღრმესი მადლობა, დოი, ამხელა ნდობისთვის და სიყვარულისთვის, ბედნიერი ვარ, რომ გავხდი მუსიკისა და დრამის თეატრის ოჯახის წევრი, თითოეული მსახიობის წინაშე ქედს ვიხრი ამხელა თანადგომისათვის“, - წერს ლიზა ყენია.

 

ზურაბ ანტონოვის პიესა „მზის დაბნელება საქართველოში“ საფუძვლად დაედო  სპექტაკლ „შეყრას“, რომელიც მუსიკისა და დრამის თეატრის რეპერტუარში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

 

 

big_banner
არქივი