logo_geo
ირაკლი ზაქარეიშვილი: სააკაშვილის დავალების თანახმად, მალხაზ მაჩალიკაშვილის მთავარ სამიზნე ...
- +

24 თებერვალი. 2020. 01:39

 

 

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

 

„მალხაზ მაჩალიკაშვილის კიევში ჩაწუწების კადრები!

 

 

კიევში, სასტუმრო „პრემიერში“ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა შედგა, რომელსაც ესწრებოდნენ:  ხატია დეკანოიძე, გიგი კალანდაძე, ზურაბ ადეიშვილი და პანკისელი ტერორისტების გურუ - გია ლორთქიფანიძე.

 

 

მათი განხილვის საგანი იყო ხელისუფლებასთან ბრძოლის გაზლიერება, მისი დისკრედიტაცია და მათი მომხრეების განეიტრალება. სააკაშვილის დავალების თანახმად, მალხაზ მაჩალიკაშვილის მთავარ სამიზნე ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს.

 

 

სააკაშვილისა და მაჩალიკაშვილის საუბრის მთავარი თემა იყო აგრეთვე სუსი-ს უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის იოსებ გოგაშვილის განეიტრალების საკითხი. კერძოდ: ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურებული იოსებ გოგაშვილის მიმართ ბრძოლა ისე უნდა წარიმართოს, რომ იგი მმართველ გუნდს დაუპირისპირდეს.

 

 

20 თებერვალს სააკაშვილმა, მაჩალიკაშვილმა და ზემოთ ჩამოთვლილმა „ნაციონალებმა“ კიევში, რესტორან „ლაზიკაში“ გვარიანად მოულხინეს.

 

 

ვიდეოში ნახავთ, თუ როგორ ხვდებიან აეროპორტში მაჩალიკაშვილს სააკაშვილის მიერ გაგზავნილი პირები და როგორ ახურდავებენ ვალუტას,“ - წერს ირაკლი ზაქარეიშვილი.

 

 

big_banner
არქივი