logo_geo
კონსტანტინე გამსახურდია: ოდნავ ამოძრავებს მარჯვენა ხელის ერთ თითს და ფეხის ორ თითს, წინსვლაა
- +

25 თებერვალი. 2020. 00:56

 

 

კონსტანტინე გამსახურდია მისი ძმის, ცოტნე გამსახურდიას ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

 

 

"ახლახანს გამოვედით ისტანბულის აჯიბადემის კლინიკიდან, სადაც ამ სტრიქონების ავტორი და ჩემი ძმა, გიორგი შევხვდით ქალბატონებს, ფეიზა ოზთურქს, საავადმყოფოს დირექტორის მოადგილეს და ჰილალ ჩატალს, საერთაშორისო პაციენტების დეპარტამენტის დირექტორს, ასევე აჯიბადემის კლინიკის სათავო ოფისის წარმომადგენელს, ბატონ ოსმან შეიხოღლუს. მოვისმინეთ ინფორმაცია ჩვენი ძმის, ცოტნეს მდგომარეობის შესახებ. მკურნალობა არის აქტიურ ფაზაში, ახლო მომავალში ვარაუდობენ რეაბილიტაციის დაწყებას. მდგომარეობა რაც მთავარია, კონტროლქვეშაა, არის გარკვეული პროგრესი, მიუხედავად საერთო მძიმე სურათისა. ამის შემდეგ შევედით ცოტნეს პალატაში. მას თვალები ღია ჰქონდა, გვიყურებდა, თუმცა საუბარი არ შეეძლო ყელში ჩადგმული ტრაქეოსტომის გამო. როდესაც მარცხენა ხელში ხელი ჩავუდე და ვუთხარი, მომიჭირე მეთქი, მან ხელი მომიჭირა, ასევე ჩემს ძმასაც. ანალოგიურად ოდნავ ამოძრავებდა მარჯვენა ხელის ერთ თითს და ფეხის ორ თითსაც, რაც გარკვეული წინსვლაა. დიდი მადლობა აჯიბადემის კლინიკის ექიმებს, აკეთებენ რა ყველაფერს საბოლოო შედეგის მისაღწევად. უნდა ითქვას, რომ კლინიკა მართლაც უმაღლესი სტანდარტისაა. ასევე დიდი მადლობა ქართულ სახელმწიფოს და მთავრობას, რომელსაც ამ საკითხში ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევია უკან", - წერს გამსახურდია.

 

 

big_banner
არქივი