logo_geo
ირაკლი შონია: სამმა ათეულმა წელმა ბევრი ვინმე დაგვაკარგვინა...
- +

25 თებერვალი. 2020. 21:20

 

 

ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

“მე და ლამარა არაბულმა ერთმანეთი გავიცანით ეროვნული მოძრაობის რთულ პერიოდში. (ისე რთული როდის არ იყო), ეს ფოტოც ერთ-ერთ მიტინგზეა გადაღებული, მას შემდეგ მრავალმა წელმა ჩაიარა, ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ და გასახსენებელიც ბევრი გვაქვს.... როდესაც ეროვნული მოძრაობის დიდი კოცონიდან ბჟუტავი ნაკვერჩხლებიღა დარჩა, თითქოს ყველამ სადღაც მიაშურა თავი, ლამარამ კვლავ რთული გზა აირჩია და გაჰყვა ეკლესიას, მე კვლავ პოლიტიკაში დავრჩი, როგორც ჟურნალისტი (ასე ვარ დღემდე), საერო ცხოვრებაში მყოფი ლამარა დღეს დედა ელენედ იწოდება და საპატრიარქოში სწევს თავის ჭაპანს...რაც მთავარია ამ სამმა ათეულმა წელმა ბევრი ვინმე დაგვაკარგვინა, ჩვენ კი დღემდე ვინარჩუნებთ მეგობრობას და თანადგომას....უფალი ჩვენსკენ! - წერს ირაკლი შონია.

 

 

big_banner
არქივი