logo_geo
ლევან თაქთაქიშვილი: პირველად ვნახე ტერენტის ავტოგრაფი
- +

27 თებერვალი. 2020. 00:59

 

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

“პირველად ვნახე ტერენტის ავტოგრაფი. მისსავე წიგნში იდო ( Momento mori. 1924 წ). წიგნი ვიყიდე და "ბერნარდში" შევედი გალაკტიონის ქუჩაზე. შევუკვეთე საჭმელი და დავიწყე დათვალიერება ახლად ნაყიდი წიგნისა. და ის დავინახე.

აქამდე ეს ვარიანტი იყო ცნობილი:

 

"ცრემლი არ მოდის, მაინც მე ვტირი

 

და შორეული სივრცე მიტაცებს.

 

სული გაფრინდა თეთრი მტრედივით,

 

სხეული დარჩა ცოდვილ მიწაზე.

 

ალბათ იქ ჩემზე ვიღაც ნაღვლობდა,

 

მაშინ როდესაც მე არ ვიცოდი.

 

ასე მგონია სულთან ახლოა

 

ცისფერი შუქი მარადისობის.

 

ცოტა ხნის შემდეგ სისხლიც გაშრება,

 

ვხედავ სიკვდილის ყვითელ მანტიას.

 

მე ვიფერფლები, გულის გარშემო

 

მსოფლიო სევდის ცეცხლი ანთია.

 

უკვე დაღამდა, ისევ მე ვტირი;

 

და უხილავი სივრცე მიტაცებს,

 

სული გაფრინდა თეთრი მტრედივით,

 

სხეული დარჩა ცოდვილ მიწაზე".

 

––––––––––––––––––––––

 

ხელნაწერს დასაწყისში აწერია: "Заплакать одно мне осталось. А.Блок".

ბოლოს კი ტერენტი გრანელის ხელმოწერა და "ც ი ხ ე . მაისი,“წერს ლევან თაქთაქიშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი