logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: ჩემი ქვეყანა მსოფლიო ცივილიზაციათა სამეულში დაასახელეს!
- +

29 თებერვალი. 2020. 22:16

 

 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

  

“ჩემს სამშობლოს ქვია საქართველო- ღვთიშობლის წილხვედრი.

აქ ძალიან ბევრი რამაა ქართული უძველესი ტაძრებით, მონასტრებით მოფენილ მიწაზე!

მყავდა შოთა რუსთაველი!

მე მაქვს საკუთარი ენა და უძველესი დამწერლობა!

ქართული ცეკვა და სიმღერა;

ქართული ჭიდაობა;

ქართული ვაზის ხუთასამდე ჯიში;

ქართული ხორბლის 14 ჯიში ( სულ დედამიწაზე ოცდაშვიდია);

ქართული მუხა, აკაცია, თუთა, ვაშლი, მსხალი, საზამთრო ტყემალი, კომბოსტო...

ქართული ზამბახი ( აქ სულ 4200 სახეობის მცენარე ხარობს და ამათგან 22% ენდემია);

ქართული ფუტკარი;

ქართული ფოლადი;

ქართული აბრეშუმი;

ქართული თიხა; (კრამიტი, აგური)

ქართული ნაგაზი;

ქართული ძროხა;

ქართული თხა;

ქართული ღორი;

მაქვს სასმელი წყალი - მინერალური.

მაქვს სასწაული მიწა!

მაქვს მზიანი, ზღვიანი, თოვლიანი, ტყიანი, მინდვრიანი ადგილები!

მაქვს სასარგებლო წიაღისეული!

ჩემი ქვეყანა მსოფლიო ცივილიზაციათა სამეულში დაასახელეს!

აქ ყველაფერია, რაც ადამიანს სულიერი და ფიზიკური არსებობისთვის, სიცოცხლისთვის, სიხარულისთვის, ბედნიერებისთვის სჭირდება... ... ...

მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ქართველი!

მე მინდა ვიყო ბედნიერი! –  წერს ნინო კვაჭანტირაძე.

 

 

big_banner
არქივი