logo_geo
გია გაბრიჭიძე: ვესაუბრე ჩემს მეგობარს, რომელიც ბათუმიდან არის და ძალიან კარგად იცნობს სიტუაციას...
- +

12 მარტი. 2017. 19:28


 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს ვესაუბრე ჩემს მეგობარს, რომელიც ბათუმიდან არის და ძალიან კარგად იცნობს სიტუაციას.

აბსოლუტურად ზუსტად დამიხატა ის სურათი, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობს აჭარის რეგიონში და რომელსაც საკმაოდ სენსიტიური მიდგომა სჭირდება.

ახლა დეტალებზე არ გავამახვილებ ყურადღებას, უბრალოდ ვიტყვი, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს "ობიექტივში" მე და ჯემალ მეგრელაძეს მიგვყავდა ტელეხიდი ბათუმი-თბილისი და ზუსტად იმ პრობლემებს განვიხილავდით, რომლებიც დღეს ნაცებმა "პონტში" დაითრიეს. რუსული და თურქული სპეცსამსახურების აქტივობა, მოსახლეობის სეზონური დასაქმება და კიდევ უამრავი მგრძნობიარე თემა, რასაც ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს.

ბოლოს კი ჩემის მხრივ ერთ რამეს დავამატებ:

თუ გავიგონე, რომ ვინმემ აჭარის მცხოვრებს თათარი დაუძახა, ქვის თავში ჩარტყმა, მარცხენა ყურის მოჭრა და დედის სულის ჭიპლარიდან ამოღება მერე ნახოს. მეძახონ არაკორექტული. სადავ წავწყდომივარ არც მანამდე დამიკლია, მაგრამ ახლა მინდა ხაზი გავუსვა!!!!", - წერს გაბრიჭიძე. 


 

big_banner
არქივი