logo_geo
მარიამ კუბლაშვილის დედა განცხადებას ავრცელებს
- +

4 მარტი. 2020. 22:22

 

 

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის დედა, მზია მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

მეგობრებო, არავის გახსოვთ ჩემი სტატუსები და სოციალური აქტივობა. შეშფოთებული ვარ (განსაკუთრებით ახლა ჩემს მდგომარეობაში მყოფი დედა) გაზეთ "ქრონიკა +"-ის გუშინელ ნომერში გამოქვეყნებული სტატიის გამო, სადაც მარიამის შესახებ ცილისმწამებლური სიცრუე ყოველგვარ ზღვარს გასცდა! ამჯერად, აუცილებლად უნდა გაირკვეს რა აიძულებს ქალბატონ ელისო კილაძეს შვილის თანატოლი მარიამის მიმართ იყოს ასეთი მტრული და დაუნდობელი?! პასუხი ნათელია იმ საზოგადოებისთვის, ვინც მიუკერძოებლად აზროვნებს და თვალყურს ადევნებს პირველი დღიდან თემირლანის საქმეში მარიამის როლს და წვლილს ფაქტების ობიექტურ შეფასებასა თუ საჯარო მხილებაში და იმავდროულად, მისივე ოჯახის წევრების ინტერესების ბოლომდე ერთგულად დაცვაში. მარიამს ამ პროცესში ბევრი ფაქტის მხილება მოუწია, რაც, რაღაც ნაწილში ქალბატონ ელისოსაც შეეხო.

 

ბევრნი ვართ მოწმე იმ საუბრების, იმ ფაქტების, რაც მარიამმა ბოლო პერიოდში გაახმოვანა! სიმართლე რთული მოსასმენია, მაგრამ საპასუხოდ მარიამის ,,მატყუარად” შენიღბვის მცდელობა საკუთარივე გაზეთის საშუალებით, რათა მის მიერ ნათქვამი ფაქტები ამ გზით მაინც გაბათილდეს, ძალიან არაღირსეული და მარტივი სქემაა. მისი ინფორმატორები კი ვაჟა კუბლაშვილის დარჩენილი შვილების ქონების მისაკუთრება – მიტაცებაში იურიდიულად მხილებული პირები არიან, რომლებთანაც სასამართლო დავებში ნახევარი ცხოვრება გავლიე და სამართლებრივი შედეგიც დავაყენე. შესაბამისად, ჩემი პასუხი უფრო ვრცლად და მოგვიანებით, ფაქტებითვე იქნება!”-წერს მზია კუბლაშვილი

 

 

 

big_banner
არქივი