logo_geo
ემიგრანტი: ნუ ამბობთ, რომ იტალიაში არაფერი ხდება, შეელიეთ 9.99€-იან ბილეთებს
- +

7 მარტი. 2020. 20:48

 

 

 

მილანში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ქეთი მამაგულაშვილი წერს:

 

 

 

 

„მოკლედ, მეგობრებო, ძალიან გთხოვთ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ამ საკითხს და ნუ იძლევით რეკომენდაციებს რომ იტალიაში არაფერი არ ხდება, სიმშვიდეა და აქედან გამომდინარე შეუძლიათ მშვიდად იმოგზაურონ…

 

 

გაიგეთ რომ არ არის სიმშვიდეეეე!!!! ზომაზე მეტად პოზიტიურებო და უშიშრებო, ძალიან გთხოვთ პატივი ეცით „მშიშარა ხალხს და იმ ასაკიან ადამიანებს რომლებიც დიდი რისკის ქვეშ არიან… ნუ, ზოგისთვის ეს ასაკიანი ხალხი ალბათ არც არაფერს ნიშნავს, რადგან გულს იმშვიდებენ „მხოლოდ მოხუცები იღუპებიანო…“, ნუ ღლიცინებთ ყველაფერზე…საზღვრებს ასე ვერ დაკეტავენ რადგან ვინც წამოსულია დროებით ის ხალხი უნდა დაბრუნდეს უკან… დროებით ჩამოსულს არ აქვს იმის საშუალება რომ თვეობით დარჩეს იტალიაში, მაგრამ ვინც ჩადის აეროპორტიდან პირდაპირ კარანტინში უნდა გადაიყვანონ, რადგან არ ესმით თვითიზოლაცია რას ნიშნავს. მოქალაქეობრივი თვითშეგნება უნდა განუმარტო ზოგიერთს რა არის ზოგადად…..

 

 

იქნებ შეელიოთ რამენაირად 9.99€-იან ბილეთებს და სხვა დროისთვის გადადოთ თქვენი მოგზაურობა. რა თქმა უნდა არც ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროები არ გექნებათ დაჯავშნილი, ბილეთის ფასიდან გამომდინარე… გასაგებია რომ დაგეგმილი გქონდათ ყველაფერი, მაგრამ ასეთ სიტუაციაში მგონი მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს… ისე ჩემი სტუმრებიდან ყველამ გააუქმა ბილეთები რომ იცოდეთ! ბოდიშს გიხდით…“ - წერს ქეთი მამაგულაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი