logo_geo
გელა ზედელაშვილი: კიდევ დარჩა ბათუმური ვანდალიზმის საქმეში რამე გაურკვეველი?! მე მგონი, არაფერი!
- +

12 მარტი. 2017. 22:00


 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში ბათუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:

 

„კიდევ დარჩა ბათუმური ვანდალიზმის საქმეში რამე გაურკვეველი?! მე მგონი, არაფერი!

 

აჭარაში იმაზე მეტი პროვოკაცია იყო ჩაფიქრებული, ვიდრე ვიხილეთ. კარგად მოიქცა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ სპეცრაზმი არ შეაჯახა გაბრუებულ ჯოგს. გეგმის თანახმად, თუ პოლიცია გადავიდოდა შეტევაზე, ამას მოჰყვებოდა შემდეგი პროვოკაცია - სროლა, რამდენიმე ადამიანის სიკვდილი და მთელი აჭარის ცეცხლის ალში გახვევა. ბუნებრივია, მავანთა მოკვდინება უფრო მეტ ხალხს გამოიყვანდა ქუჩებში და დაიწყებოდა უმართავი პროცესები!

ბარბაროსული მოვლენა რომ მართული იყო, ამაზე მეტყველებს რამდენიმე ფაქტიც:

1. ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადება არ ხდება სპონტანურად ქუჩაში;

2. გარკვეულ წრეებში ჩნდება ინფორმაცია, რომ ბათუმში ჩაყვანილი ჰყავდათ სირთაოზები სხვადასხვა რეგიონებიდან (ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ ბათუმელებმა ბათუმი გადაწვეს);

3. "ნაციონალების" სოლიდარობა ვანდალებს ქუთაისში;

4. "ნაციონალების" სოლიდარობა ვანდალებს თბილისში და მათი სიცილ-კისკისი;

5. ბოლო 1 თვის განმავლობაში აჭარის მოსახლეობაში მიდიოდა აგიტაცია-პროპაგანდა, თითქოს პოლიციელები აჭარლებს თათრებს ეძახდნენ;

6. ვანდალების მხრიდან გაისმა შეძახილები: "აჭარა აჭარლებს"!

7. ვანდალებს შორის ბევრმა ამოიცნო "ნაცზონდერები";

8. წინასწარ მომარაგებული ქვების სროლა არის "ნაციონალების" უკვდავი ხელწერა!

სხვათა შორის, შეიქმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ "რუსთავი 2"-მა და აჭარის ტელევიზიამ წინასწარ იცოდნენ, რაც იყო დაგეგმილი ბათუმში. ამ ტელევიზიებიდან ისმოდა ყველაზე ხშირად სიტყვა "დარბევა" მაშინ, როცა პოლიციას იქით ესხმოდნენ თავს ცეცხლით და მახვილით!

ეს როგორ უნდა თქვა ადამიანმა, მაგრამ შეიძლება კარგიც კია, რაც მოხდა - ნათლად გამოჩნდა, რაზე არიან წამსვლელები გარკვეული ძალები და ყველა ბოლომდე გაიშიფრა!

ნაძირლების ლოკალიზება არ გახლავთ მხოლოდ პოლიციისა და ხელისუფლების საქმე. სამწუხაროა, რომ ბრძენმა აჭარლებმა ვერ შეძლეს ღლაპი მანქურთების შეჩერება. თუმცა საქმის გამოსწორება მათი მხრიდან ჯერ კიდევ შეიძლება. ქართულმა საზოგადოებამ მკაცრად უნდა მოითხოვოს ყველა ვანდალისა და დამკვეთების დასჯა... თანაც ისეთი დასჯა, რომ ამიერიდან ვეღარავინ გაბედოს მსგავსის გაფიქრებაც კი!

ვფიქრობ, ყველა გამოფხიზლდა და ყველამ შეიგნო, რა საშიშროების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა!", - წერს ზედელაშვილი. 


 

big_banner
არქივი