logo_geo
გიორგი ჯაჯანიძე: იყავი გულმოწყალე, ნუ დაემსგავსები კაცთმოძულე ადამიანებს
- +

11 მარტი. 2020. 11:29

 

 

ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„რაც ფეისბუქი გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში და დავრეგისტრირდი, არასოდეს არავის არ შევხებივარ ცუდად და არავინ გამიკრიტიკებია, არავინ გამილანძღავს და არავიზე აუგი არ მითქვამს.

 

 

ბევრი ცუდი დაწერილა ჩემზე და პასუხიც არ გამიცია, არა იმიტომ, რომ პასუხი არ მქონდა, არამედ აზრი არ აქვს უპასუხო მას, ვინც განგებამ ასე დაჩაგრა და დამახინჯებული ფსიქიკა ჩამოუყალიბა.

 

 

იცი, რომ ადამიანს ეტკინება და მიზან მიმართულად ტკენ.

 

იცი, რომ ადამიანს შეურაცყოფ და მიზანმიმართულად, სიამოვნებით აკეთებ ამას.

 

იცი, რომ სხვის ცხოვრებას არ უნდა შეეხო, მაგრამ სიამოვნებით აფათურებ ბინძურ ხელებს.

 

ყველაფერი იცი, მაგრამ სიავე არ გასვენებს.

 

 

ძალიან ადვილად შეიძლება აიხსნას იმ ადამიანების ფსიქოლოგია, ვინც გამუდმებულ რეჟიმში ბოღმას ანთხევს და სახელით თუ უსახელოდ წერს და იგონებს ათასგვარ სიბინძურეს.

 

 

გონების სისუსტე. შური. აგრესია. არასრუფასოვნების კომპლექსი. ვერ იპოვა საკუთარი თავი. წარუმატებლობა სიყვარულში და კარიერაში.

 

 

(გამონაკლისი - ყველაფერი აქვს მაგრამ დაიბადა ბოროტი)

 

 

არის ადამიანის კატეგორია, რომელიც მოწოდებულია, დაბადებულია იმისთვის, რომ სხვებს გაუმწაროს სიცოცხლე.

 

 

ასეთი ადამიანი გავს შხამიან სარეველას, რომელიც მრავლად არის და წარმოუდგენელია მათი გაქრობა. ამიტომ, არ შეიძლება მათი შეხება, ანუ, არ უნდა უპასუხო, არ უნდა შეიმჩნო და არ უნდა ჩათვალო ღირსად მისი არსებობა.

 

და მთავარი, რა უნდა გააკეთო.

 

 

როცა ადამიანს არ ეხები, არაფერს უშავებ, არც იცნობ და მაინც თავს გესხმის და უშვერი სიტყვებით გლანძღავს, ასეთი ადამიანი არის ავადმუოფი, რომელსაც შველა ჭირდება, ამიტომ, მთელი ძალით უნდა გააკეთოთ კონცენტრირება, მთელი სულით და გულით, დიდი ძალისხმევით და მხურვალებით ღმერთს უნდა თხოვოთ, რომ ეს გაავებული და გაბოროტებული, ფსიქიკა დარღვეული, აგრესიული და შეპყრობილი ადამიანი იხსნას ამ უმძიმესი დაავადებისგან.

 

 

როცა ადამიანს არ იცნობ და ვერ იტან, შენშია პრობლემა.

 

 

როცა ადამიანს არ იცნობ და გძულს დიდი ფსიქიკური პრობლემის წინაშე დგეხარ.

 

 

როცა ადამიანს არ იცნობ და სურვილი გიჩნდება გული ატკინო, სერიოზული ფსიქიკური პრობლემა გაქვს და მიაკითხე ექიმს აუცილებლად იზრუნე შენს ჯანმრთელობაზე.

 

 

წინ დიდი განსაცდელი გველოდება, თუ სკუთარ თავს არ მივხედავთ, სხვისი ცხოვრებით ვიცხოვრებთ და არ შეგვეცოდება და არ გაუგებთ იმ დაავადებულ ადამიანებს, ვინც სხვისი ბედნიერებით, ხალისით, და სხვისი წარმატებით იტანჯება.

 

 

იყავი გულმოწყალე, ნუ დაემსგავსები კაცთმოძულე ადამიანებს– წერს გიორგი ჯაჯანიძე

 

 

big_banner
არქივი