logo_geo
ჯამბულ გამცემლიძე: ასეთი რა ჯარიმა გამოუწერეს იმ კაცს? მე შვილის მკვლელობას ვაპროტესტებდი და...
- +

13 მარტი. 2017. 14:39



2008 წელს საპატრულო პოლიციის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე ბათუმში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება:

 

„ასეთი რა ჯარიმა გამოუწერეს იმ კაცს, რომ დალეწეს მთელი ქუჩა. მე შვილის მკვლელობას ვაპროტესტებდი და თავპირი დამამტვრიეს ნაცხროვის ბელადებმა და დღეს ციხიდან გამოშვება უნდათ მთავარი ბანდიტის ვანო მერაბიშვილის. დღეს ნაცხროვა პოლიტპატიმარს ეძახის იმას, ვინც ორ გვამს ითხოვდა და შეიწირა ქვეყნისთვის თავდადებული გმირი გია კრიალაშვილი. ერთი პიროვნება დამისახელეთ, ვინც სამძიმარი გვითხრა ნაცხროვიდან...

 

ახლა მესმის გამონათქვამები „ნაცმოძრაობის ხელწერააო". ხელწერა კი არა, ეგენი არიან, აბა ვინ, თავი და თავი... გაასამართლეთ ნაცისტები, თორემ ხალხი გაასამართლებს და რაღაც საშინელება მოხდება, ვხედავ, აქეთ მიდის საქმე..." - აცხადებს ჯამბულ გამცემლიძე.



 

big_banner
არქივი