logo_geo
ირაკლი გოგავა: ნახეთ ვიდეო - შეადარეთ! უკრაინული „მაიდანი“ ასე იწყებოდა!
- +

13 მარტი. 2017. 16:35



„საქართველოს ლაბორატორიის განვითარების" დირექტორი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ნახეთ ვიდეო - შეადარეთ! უკრაინული „მაიდანი" ასე იწყებოდა! ტექნოლოგია, აგრესიის დონე პოლიციის მიმართ, ჩაცმულობა, ქვები, ჯაჭვები, პიროტექნიკა, „მოლოტოვის კოქტეილები"... ყველაფერი მსგავსია ბათუმის მოვლენების! ნაცების გუშინდელი ბათუმის აქცია მხოლოდ რეპეტიცია იყო, გაგრძელებას უნდა ველოდოთ აუცილებლად და არა მხოლოდ ბათუმში. შარშან ზაფხულში ნაცების აქტივმა გაიარა სპეციალური მომზადება. ამ პროცესების დაწყებას ისინი არჩევნების ღამით გეგმავდნენ, თუმცა, ჩვენი ძალოვნების მწყობრი მუშაობის და ნაცებში შიდა დაპირისპირების გამო შარშან ოქტომბერში არ გამოუვიდათ. ჩანს, გადაწყვეტილება მიღებული აქვთ და მიდიან ვა-ბანკზე! მსგავს სცენარს შესაძლოა უცხოეთშიც გამოეხმაუროს ზოგიერთი უპასუხისმგებლო ადამიანი. კატეგორიულად მოვუწოდებ ყველა უცხოელს, ვისაც სურვილი შეიძლება გაუჩნდეს, მსგავს ძალადობრივ სცენარს მხარი დაუჭიროს, არ გადადგან ეს ნაბიჯი, ისინი საქართველოს დაკარგავენ! აქ კომპრომისი არ შეიძლება იყოს, ქვეყანას ვერ გადავჩეხავთ ხელმეორედ უფსკრულში! დადგა ჟამი ქართველთა ერთობისა! დიდი ლუსტრაცია მოდის!" - წერს გოგავა.


 

 

 



 

big_banner
არქივი