logo_geo
ოთარ ჩოკოშვილი: კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ პრევენციული ღონისძიებების უდიდესი მნიშვნელობა კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად
- +

19 მარტი. 2020. 15:38

 

 

„სავარაუდოდ, გერმანიის და სამხრეთ კორეის კვალს მივყვებით, თუმცა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უფრო დაბალ სიმაღლეზე ვიფრენთ“, - ამის შესახებ ექიმი-ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

 

 

„სავარაუდოდ, გერმანიის და სამხრეთ კორეის კვალს მივყვებით, თუმცა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უფრო დაბალ სიმაღლეზე ვიფრენთ.

 

- ამ გრაფიკზე ჩანს, როგორ განვითარდა ეპიდემია რამდენიმე ქვეყანაში მას შემდეგ, რაც მათთან გამოვლინდა პირველი 15 შემთხვევა. საქართველოს (მოცემულია წითლად) სიტუაცია, ამჟამინდელი მიმდინარეობით ძალიან ჰგავს გერმანიის და სამხრეთ კორეის შემთხვევებს. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რამდენ ადამიანს იკვლევდნენ ეს ქვეყნები და როგორ ხდებოდა შემთხვევების რეგისტრაცია. ასევე, ის ფაქტიც, რომ ჩვენთან უკვე დაწყებულია მრავალმხრივი ღონისძიებების გატარება კონტაქტების შესამცირებლად. ასევე, მთელი მსოფლიო უკვე ებრძვის ამ დაავადებას. იმედი მაქვს, რომ ყველა ეს ღონისძიება იქნება ეფექტური და შედეგებს მალე მოიტანს.

 

- კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ არასპეციფიური პრევენციული ღონისძიებების უდიდესი მნიშვნელობა ამ დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მათი დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უახლოესი 2-3 კვირის მანძილზე:

 

  1. არ შეეხოთ დაუბანელი ხელებით სახეს, განსაკუთრებით თვალებს, ცხვირს და პირს. ხელები ხშირად დაიბანეთ საპნით ან დაიმუშავეთ სადეზინფექციო ხსნარით.

 

  1. ხველის და ცემინების დროს გამოიყენეთ ერთჯერადი ცხვირსახოცი და გადააგდეთ ურნაში, შემდეგ კი დაბანეთ ან დამუშავეთ ხელები.

 

  1. სოციალური დისტანცირება: მოვერიდოთ ხალხთან ახლო კონტაქტს (განსაკუთრებით რესპირატორული სიმპტომების მქონე ადამიანებთან).

 

  1. ზედმიწევნით დავიცვათ თვითიზოლაციის და კარანტინის წესები, თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში ვიმოგზაურეთ სარისკო ქვეყნებში.

 

  1. არ წახვიდეთ სამსახურში, თუ გაქვთ სიცხე და გაციების სიმპტომები.

 

  1. გამოიყენეთ პირბადე, თუ გაქვთ გაცივების სიმპტომები ან ხართ ახლო კონტაქტში დაავადებულ ადამიანთან.

 

  1. შეეცადეთ, შეძლებისდაგვარად გადადოთ ან მიიღოთ სატელეფონო ან ონლაინ კონსულტაცია თქვენი ექიმისგან გეგმიური ვიზიტის შემთხვევაში.

 

  1. მაღალი სიცხის ან ჰაერის უკმარისობის შემთხვევაში გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება 112“, - წერს ოთარ ჩოკოშვილი.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი