logo_geo
8 უფლება, რაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ შეიზღუდება
- +

20 მარტი. 2020. 19:41

 

 

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობა მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოცხადდეს, რადგან მისი გამოცხადება სახუმარო საქმე არ არის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

 

 

„ვინც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ კანონს თუ ჩახედა ნეტა? რამდენიმე იურისტი ვუტრიალებთ ეს დღეებია – თავი და ბოლო ვერ გავუგეთ.

 

 

  1. თავისუფლების უფლება (დაკავება და ა.შ.);

 

 

  1. გადაადგილების თავისუფლება;

 

 

  1. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება;

 

 

  1. გამოხატვის თავისუფლება;

 

 

  1. სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, ინფორმაციის, სახელმწიფოსგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები;

 

 

  1. საკუთრების უფლება;

 

 

  1. შეკრების თავისუფლება;

 

 

  1. შრომითი უფლებები.

 

 

 

საჭიროების შემთხვევაში, ცხადია, უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ უკიდურესი აუცილებლობის დროს. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა ამისკენ მოვუწოდებთ მთავრობას.

 

 

საგანგებო მდგომარეობა, არ არის სახუმარო საქმე. ამ დროს კონსტიტუციის ნაწილი, ანუ ჩვენი გარანტიების ნაწილი, არ მოქმედებს და ამას თუ ბუნდოვანი კანონმდებლობაც ემატება კიდევ უფრო მეტი საფრთხე ექმნება თანასწორობასა და თავისუფლებას. ხელისუფლებას ეძლევა შესაძლებლობა უზენაესი კანონის მიღმა იმოქმედოს“, – წერს ვახუშტი მენაბდე „ფეისბუქის“ გვერდზე.

 

 

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ როგორც კი მედიკოსები დარწმუნებით იტყიან, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აუცილებელია, ამის გაკეთებას სახელმწიფო სამ საათში შეძლებს.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი