logo_geo
ლეკა მენაბდიშვილი: იქნებ ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ...
- +

13 მარტი. 2017. 22:38


 

ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ლეკა მენაბდიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„იქნებ ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ შსს ჯერ კიდევ სავსეა უძველესი კადრებით? გასაგებია რომ საჭიროა კოჰაბიტაცია, მაგრამ ხომ გააჩნია ვისთან? ქვეყნის მტერთან კოჰაბიტაცია არ გამოვა, არ შეიძლება, არ უნდათ, ვერ გამოსწორდებიან, ისინი გაფუჭებისთვის, დამხობისთვის, ქვეყნის შერცხვენისთვის არიან დაბადებულები... ერთხელ მაინც გადახედოს შს მინისტრმა თავის კადრებს... გადახედოს და გაწმინდოს, გადაახალისოს, გამოაჯანმრთელოს თავისი სამინისტრო...

ან პრემიერის თქმა რატომ უნდა სჭირდებოდეს? თვითონ ვერ მიხვდა რომ აჭარაში უნდა წასულიყო? ვახ...", - წერს მენაბდიშვილი. 


 

big_banner
არქივი