logo_geo
ინგა მამუჩიშვილი: კატეგორიულად გაფრთხილებთ! არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ COVID-19-ის პრევენციის მიზნით ეს პრეპარატი!
- +

21 მარტი. 2020. 19:40

 

 

 

ცნობილი პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს არ მიიღონ პრეპარატი ჰიდროქსიქლოროქინი კოვიდ 19-ის პრევენციის მიზნით.

 

 

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

 

“მეგობრებო, კატეგორიულად გაფრთხილებთ!!! პრეპარატ ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ COVID-19-ის პრევენციის მიზნით!!! ის არის ურთულესი მედიკამენტი თავისი ფარმაკოკინეტიკით და ფარმაკოდინამიკით! აქვს უამრავი უკუჩვენება და გვერდითი მოვლენა!!! ვიმეორებ, გამოიყენება კორონავირუსით გართულებული პნევმონიების დროს, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, მკაცრად შერჩეული დოზირებით!!! ის არ არის წიწიბურა და მაკარონი რომ იმარაგებთ! არ დალიოთ! არ ჩაიდინოთ ეს სისულელე! შესაძლოა გაუთვალისწინებელი გართულებები გამოიწვიოთ!!! ჯანმრთელობას გისურვებთ!!!”- წერს ინგა მამუჩიშვილი.

 

big_banner
არქივი