logo_geo
კარანტინში მყოფი პატრონის ნაცვლად, ძაღლს დრონი ასეირნებს
- +

21 მარტი. 2020. 20:14

 

 

 

კორონავირუსის პანდემიის გამო კარანტინში კვიპროსიც მოექცა. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ლიმასოლში მცხოვრებმა ვაკის დემეტრიუმ თავისი ძაღლის, ოლივერის გასასეირნებლად გონებამახვილურ ხერხს მიმართა.

 

დემეტრიაუმ ძაღლის საბელი დრონს გამოაბა და შინაური ცხოველი სასეირნოდ გაუშვა. საფრენ აპარატს ის საკუთარი სახლის აივნიდან მართავდა. ამ პროცესის ამსახველ ვიდეოს, რომელიც მისმა შვილმა გადაიღო, ინსტაგრამზე გაზიარების შემდეგ, უამრავი ადამიანის გამოხმაურება მოჰყვა.

 

"კარანტინის მეხუთე დღე. დარჩით სახლში უსაფრთხოდ და თქვენი ძაღლის ბედნიერებაც ნუ დაგავიწყდებათ", - ვკითხულობთ ვაკის დემეტრიაუს მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

 

https://www.instagram.com/p/B94agZ6pO-n/

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი