logo_geo
ვახტანგ-გოჩა ხუნდაძე: 21 მარტი კარგი დღე იყო ჟურნალისტთა ამქრისთვის
- +

22 მარტი. 2020. 01:44

 

 

„21 მარტი კარგი დღე იყო ჟურნალისტთა ამქრისთვის. ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიით დაჯილდოვდნენ ცნობილი ჟურნალისტები: არჩილ გოგელია, მარინე გიგინეიშვილი, მამუკა ვაშაკიძე, ოთარ ტურაბელიძე, ბონდო მძინარაშვილი. პროფესიაში მრავალწლიანი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება მიენიჭათ ჟურნალისტებს: ქეთევან ძებნიაურს, მანანა კარტოზიას,ნანა ჭიჭინაძეს, ავთანდილ ბერიძეს, რამაზ ჩხიკვაძეს,ოთარ გაგუას, ზურაბ აბრალავას, ვახტანგ კობაიძეს. ქართული ჟურნალიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სერგეი მესხის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა მონოგრაფიის - "ჟურნალისტიკა"- ავტორთა ჯგუფი(მონოგრაფიის იდეის ავტორები პროფესორი მარინე ვეკუა და პროფესორი ჟილ რუე).

 

 

გულითადად გილოცავთ კიდევ ერთ აღიარებას, ღვაწლის ღირსეულად დაფასებას. ბედნიერი ვარ, რომ ბევრ თქვენგანთან მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა მაკავშირებს. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას და ვიზიარებ თქვენს სიხარულს,“ - წერს ვახტანგ-გოჩა ხუნდაძე

 

 

big_banner
არქივი