logo_geo
ქეთი კოვზიაშვილი: „ნიუპოსტის“ მიერ დეზინფორმაციის გავრცელება მავნებლობაა!
- +

22 მარტი. 2020. 14:20

 

 

„პოლიციის თითოეული თანამშრომელი 24 საათი დაუღალავად შრომობს ჩემი, თქვენი, (მათ შორის ამ სტატიის ავტორის) და ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ასეთი ფორმით, ფეი-ნიუსის და დეზინფორმაციის გავრცელება დისკრედიტაციის მცდელობაა და მეტი არაფერი“, - შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ქეთი კოვზიაშვილი „ნიუპოსტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

 

„როდესაც ასეთ ვითარებაში მედიასაშუალება წერს მასალას სათაურით: „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, სამების ტაძარში, კანონის აღსრულებისთვის მისული საპატრულო პოლიცია, ადგილიდან გამოაძევეს“ და ავრცელებს ისე, რომ არ ამოწმებს უწყების პრესამსახურში. როდესაც მასალა უკვე გავრცელებული აქვს და შემდეგ რეკავს, და უხსნი, რომ მისი დაწერილი მასალა არ შეესაბამება სიმართლეს და კვლავ უდევს ისე, რომ მიწერილიც არ აქვს კომენტარი.

 

როდესაც ყველა სატელევიზიო არხის ეთერში გადის კადრები, როგორ შედის პოლიცია ტაძარში, ასევე საკურთხეველში როგორ ესაუბრება მეუფეებს, და კვლავ ჯიუტად გიდევს მასალა, არც ცვლი და არც ამატებ რაიმე ინფორმაციას, კვლავ გიდევს სათაური, რომ პოლიცია გამოაძევეს ტაძრიდან, როგორც მინიმუმ არაპროფესიონალიზმია, თუმცა, უფრო მავნებლობაა.

 

პოლიციის თითოეული თანამშრომელი 24 საათი დაუღალავად შრომობს ჩემი, თქვენი, (მათ შორის ამ სტატიის ავტორის) და ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ასეთი ფორმით, ფეი-ნიუსის და დეზინფორმაციის გავრცელება დისკრედიტაციის მცდელობაა და მეტი არაფერი“, - წერს ქეთი კოვზიაშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი