logo_geo
SOS! – „დისტანციის დაცვა ქართულად“ ეკლესიებსა და „კარფურში“!
- +

22 მარტი. 2020. 14:43

 

როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, სასურსათო სუპერმარკეტებსა და ჰიპერმაკეტებში ხალხმრავლობა შეინიშნება. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში „კარფურში“ გადაღებული ფოტო გამოქვეყნდა:

 

 

„დისტანციის დაცვა ქართულად. აქვე მთხოვეს თუ ფოტოს გავაზიარებდი დამემატებინა ჰეშთეგი  დარჩისახლში. მომსახურე პერსონალი უკვე ნერვიულობს როგორც ჩანს" - წერს ფოტოს ავტორი ბიძინა წერეთელი „ფეისბუქზე“. ფოტო სავაჭრო ცენტრ „ისთ-პოინტში“ მდებარე „კარფურშია“ გადაღებული.

 

 

 

„დღეს გამოცხადდა საგანგებო და არ დავიწყებ რეგულაციების ჩამოთვლას, რაც უკვე ცნობილია. ასევე, თუ რა და როგორ უნდა ეკეთებინათ სასურსათო მაღაზიებს მანამდეც და მითუმეტეს ახლა. ვდებ ფოტოებს. არის ჩემს მიერ გადაღებული დღეს ვარკეთილის ფრესკოში. შევედი, დავინახე რაც ხდებოდა და გამოვედი. ალბათ 200 ადამიანი მაინც იყო. რიგები, არანაირი დისტანცია, დაშორება ალბათ 2 სმ. იყო, არანაირი მაფრთხილებლები, არც კარს აკონტროლებდა ვინმე 10 კაცის შეშვებაზე და ა.შ. არადა იქვე გვერდზე უბნის მარკეტს გაკეთებული ქონდა დეზობარიერი, 10 კაცზე მეტს არ უშვებდნენ და რავიცი რესპექტ მათ.მანდ მთავარია ვასირ სოფრომმა მეტი ფული ჩაიდოს ალბათ. რის კორონა რაის მაღალფარდოვნული სიტყვები მათ ფეიჯზე... მეტის გადაღება ვერ მოვასწარი“. - წერს ფოტოს ავტორი.

 

 

 

 

big_banner
არქივი