logo_geo
"მინდა, ცოტა დავამშვიდო მშობლები..." - რას წერს კორონავირუსის შესახებ ცნობილი პედიატრი
- +

22 მარტი. 2020. 22:33

 

პედიატრი ეკა უბერი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ახალი კორონავირუსის შესახებ წერს. მისი ინფორმაციით ბავშვებში გამოჯანმრთელების პროცენტი თითქმის აბსოლუტურია. პედიატრის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

 

 

"ახალი კორონავირუსი და ბავშვები....მინდა ცოტა დავამშვიდო მშობლები და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია გაგიზიაროთ...ახალ კორონავისურზე ინფორმაცია და გამოცდილება მხოლოდ რამოდენიმე თვეს ითვლის. 2019 წლის დეკემბრამდე ამ ვირუსის შესახებ მეცნიერებისთვის არაფერი არ იყო ცნობილი. ჯერჯერობით არსებული სტატისტიკის მიხედვით, ჩინეთის და სამხრეთ კორეის მაგალითებზე დაყრდნობით, ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულ ბავშვთა უმრავლესობასთან 94.1% -ში ინფექცია მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით გამოვლინდა (მოზრდილებში ეს მაჩვენებელი 81%-ია).

 

 

გამოჯანმრთელების პროცენტი თითქმის აბსოლუტურია (მხოლოდ 1 შემთხვევა დამთავრდა ლეტალურად).კონტაგიოზურობის ანუ გადამდებიანობის რიცხვი შედარებით დაბალია, კერძოდ ინფიცირებულ ადამიანებთან კონტაქტის მიუხედავად ბავშვთა მხოლოდ 34 %-ში დაფიქსირდა ინფიცირება.თამდევი დაავადებები არ განიხილება, როგორც დაავადების მძიმე მიმდინარეობის ხელშემწყობი ფაქტორი. კარგად მართული შაქრიანი დიაბეტი ასევე არ წარმოადგენს რისკ-ფაქტორს.გისურვებთ ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას" - წერს ეკა უბერი.

 

 

 

big_banner
არქივი