logo_geo
რას წერს ნუკი კოშკელიშვილი ქმარზე, რომელიც COVID-19-ით ინფიცირებულებს მკურნალობს
- +

23 მარტი. 2020. 00:11

 

 

ნუკი კოშკელიშვილი "ინსტაგრამზე" თავისი ქმრის, ბენჯი ჩეიმის ფოტოს და ვრცელ პოსტს აქვეყნებს. როგორც პოსტიდან ირკვევა, ბენი ამერიკაში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობს, ნუკი კი თბილისში, იზოლაციაშია. ის წერს, რომ "ბენი წინა ზოლშია და ყოველ დღე იბრძვის"

 

 

"არც პანიკას არ ავყვები და არც არაფერი მსგავსი. გუშინ საღამოს ვისხედით და ვსაუბრობდით, აქ თბილისში, სახლში (იზოლიაციამ გამალოთა და გამასუქა). ვუყურებდი სტატისტიკებს და თითქოს იკლო და გადავწყვიტეთ რომ ერთი ორი კვირაც და მორჩება ეს უბედურება. მერე ველაპარაკე ბენს, რომელიც წინა ზოლშია, იბრძვის ყოველ დღე!!! დღეში 100 ზე მეტი პაციენტი მიდის მასთან და ყველას სავარაუდო კორონა აქვს.

 

 

სანამ მე ვჭიკჭიკებდი ჩემებთან და ვგეგმავდი ამ ყველაფრის დროულ დამთავრებას, მაჩვენებლები შეიცვალა, ამერიკა უკვე მესამე ქვეყანაა (ინფიცირულების რაოდენობით)და შესაბამისად წითელ ზოლშია... არ ვიცი დავალაგე თუ არა აზრი ან საერთოდ არის თუ არა რამე აზრი ჩემს პოსტში. უბრალოდ თქვენ გეუბნებით, ძალიან ვნერვიულობ, ამ დროს მარტივია თავი დაიცვა, ჩაიკეტე სახლში და იყავი ტკბილად, იტიკ ტოკე, იჭორავე იცინე. იქამდე ვიდრე სახლში ვართ დაცულები ვართ.

 

აი იმან რა თქვას ვისაც ცხვირი აქვს გახეხილი სათვალის და პირბადისგან?! თქვენ თავსაც საფრთხეში აყენებთ, თქვენ ახლობლებსაც და იმათაც ვინც დარჩა სამსახურში თქვენთვის, მაშინ როცა იღებთ გადაწყვეტილებას მაინც გახვიდეთ სახლიდან!!! #დარჩისახლში" -წერს ნუკი.

 

 

ბენი თავადაც "ინსტაგრამის" პირად გვერდზე აქტიურად აქვეყნებს "სთორებს" და აქტიურად მოუწოდებს ადამიანებს ხელების დაბანისკენ.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი