logo_geo
ანა გოჩაშვილი: ვინ მოგცათ უფლება განსაჯოთ რომ მაზიარებელი მრევლი უშვებს შეცდომას
- +

23 მარტი. 2020. 19:43

 

 

 

საქართველოს პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა გოჩაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:          

 

 

 

„ვისაც სწამს ზიარების საიდუმლოსი, ის დარწმუნებულიცაა რომ არაფერი ცუდი მისგან არ ელოდება.

 

 

თქვენ ხომ ხართ ბევრად "პრადვინუტები" და რჩებით სახლში, რისი გეშინიათ?!

 

 

რატომ არ აძლევთ ადამაინებს უფლებას სჯეროდეთ იმის, რითიც ცხოვრობენ.

 

 

ვინ მოგცათ უფლება განსაჯოთ რომ მაზიარებელი მრევლი უშვებს შეცდომას და თქვენ ხართ მართლები და ჯანმრთელობაზე მდარდებლები?!

 

 

P.S. მე არც მაზიარებელი ვარ და ამ ეტაპზე სამწუხაროდ ღმერთზეც საკმაოდ გაბრაზებული, მაგრამ ჩემს კვადრატში ვრჩები - გაბრაზებითაც და რწმენითაც. ეგებ ვცადოთ ასე ყოფნა.

 

 

ნუ ვიქნებით ჩვენს თავში ასე დარწმუნებულები და სხვას ნუ მივაყნებთ შეურაცხყოფას, თქვენ ხომ იმას ამტკიცებთ, რომ ბნელებზე ნათელ მხარეს დგახართ

 

 

მიუშვით "ბნელები" თავის რწმენასთან, თქვენ ხომ რჩებით სახლში

 

 

 

P.P.S. ორ დღეში მაქვს მამის ორმოცი, პატივს ვცემ კანონს, ვემორჩილები სრულად საგანგებო მდგომარეობას და სასაფლაოზეც კი ნაწილ-ნაწილ გავდივართ,” - წერს  ანა გოჩაშვილი

 

 

big_banner
არქივი