logo_geo
"ვიცი გიყვარდათ, მაგრამ ნუ მოხვალთ დაკრძალვაზე" – კაცი, რომელსაც მამა გარდაეცვალა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს
- +

23 მარტი. 2020. 20:19

 

 

კორონავირუსის პანდემიის გამო უამრავ ქვეყანაში ხალხმრავალი თავყრილობები აიკრძალა, მათ შორის ისეთი სარიტუალო ღონისძიებები, როგორიცაა ქელეხი, ქორწილი, დაბადების დღე და სხვ.

 

 

დაკრძალევებს საზოგადოების ნაწილი გაგებით შეხვდა. მაგალითად ბერძენმა კაცმა, რომელსაც მამა გარდაეცვალა ახლობლებს სოციალური ქსელით მიმართა და სთხოვა, არ მისულიყვნენ დაკრძალვაზე.

 

 

"ნუ მოხვალთ! ვიცი, რომ გიყვარდათ ის და ბევრმა უკვე გამოხატეთ თქვენი სურვილი, რომ დაკრძალვას დასწრებოდით, მაგრამ ეს არ გააკეთოთ. მოდით ნუ გავგზავნით რომელიმე სხვა ადამიანს რეანიმაციულ განყოფილებაში ან კიდევ უფრო უარეს ადგილას. ვიპოვით უკეთეს მომენტს, რომ ერთმანეთს ცრემლი გავუზიაროთ, – წერს დიმიტრის კაპოსი.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი