logo_geo
ხალხი სახლებში იღუპება, აქ ცოდვის ტირილია – რას წერს იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი
- +

23 მარტი. 2020. 21:04

 

 

“ქალაქის მერი დარბის ქუჩებში, ზღვის პირას, სკვერებში და ხალხს, როგორც ნახირს ერეკება სახლში. 3000-ზე მეტი ექიმია ინფიცირებული, 20 მღვდელი დაიღუპა. სასწრაფო ვერ მიდის გამოძახებებზე და ხალხი სახლებში იღუპება. აღარაა ადგილები სასაფლაოებზე. ჯარის სატვირთო მანქანებით ხდება სხვადასხვა ქალაქებში გადასვენება და კრემაცია. აქ ცოდვის ტირილია” – ქართველი ემიგრანტი სოციალურ ქსელში, იტალიაში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს და საქართველოში მყოფ ხალხს მოუწოდებს დარჩნენ სახლში.

 

 

 

 

„ხმალ ამოღებული ვაწვდი ყველას ხმას, საქართველოში, რომ ჩვენ აქ ძალიან ცუდ ვერაგ ვირუს ვებრძვით. რომელმაც განიცა მუტაცია და უფრო აგრესიულია იტალიაში, ვიდრე ჩინეთში. არავინ იცის სად როგორი სახით იქნება. მე ვფიქრობ, რომ იტალიის შეცდომებზე უნდა ისწავლოს მთელმა მსოფლიომ. აქ ძალიან დაგვიანდა ყველაფერი. დღემდე ვერ მოთოკეს ეს ხალხი . ქალაქის მერი დარბის ქუჩებში, ზღვის პირას , სკვერებში და ხალხს როგორც ნახირს ერეკება სახლში. 3000-ზე მეტი ექიმია ინფიცირებული. 20 მღვდელი დაიღუპა. სასწრაფო ვერ მიდის გამოძახებებზე და ხალხი სახლებში იღუპება . აღარაა ადგილები სასაფლაოებზე. ჯარის სატვირთო მანქანებით ხდება სხვადასხვა ქალაქებში გადასვენება და კრემაცია. აქ ცოდვის ტირილია. როდის დამთავრდება არც ის ვიცით. დღეში სიკვდილიანობა 1000 გადაჭარბებსო ელოდებიან. პიკის კვირა კიდევ გაგრძელდებაო გვეუბნებიან. ეხლა უფალის გამოცდის დრო არ არის. მგონია რომ ყველა გონს უნდა მოეგოს და დარჩეს სახლში. მთელს დედამიწას ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას. მომიტევეთ, რაც დავწერე მაგრამ თუნდაც ერთმა ადამიანმა, რომ წაიკითხოს და დარჩეს სახლში ერთი გადარჩენილი სიცოცხლეა“ – წერს სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტი.

 

 

იტალიაში ამ დროისთვის კორონავირუსის 53,578 შემთხვევა დაფიქსირდა. 4825 ადამიანი გარდაიცვალა. 6,072 კი გამოჯანმრთელდა

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი