logo_geo
დღეიდან სოციალურ ქსელს www.StopCoV.ge-ს გრაფა ემატება
- +

24 მარტი. 2020. 02:21

 

 

საქართველოს მთავრობის და "ფეისბუქის" ადმინისტრაციას შორის აქტიური თანამშრომლობის შედეგად, სოციალურ ქსელ "ფეისბუქს" დაემატა გრაფა - "ახალი კორონავირუსი და მასშტაბური ღონისძიებები", სადაც განთავსებულია ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ www.StopCoV.ge-თან დაკავშირებით.

 

 

"ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქების დროს მასშტაბური ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას იხელმძღვანელეთ საქართველოს მთავრობის პლატფორმაზე გამოქვეყნებული მითითებებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე www.StopCoV.ge “, - ვკითხულობთ "ფეისბუქზე".

 

 

big_banner
არქივი